• თბილისი
  • 26°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

ავარიული დაშვება, რომელმაც 41 ადამიანი იმსხვერპლა მოსკოვის აეროპორტში

მოსკოვის აეროპორტში თვითფრინავის ჩამოვარდნისას, სულ ცოტა 41 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია.

აეროფლოტი SU 1492 დაშვებისას საველე ნაწილიდან გადავიდა და უკანა ნაწილში ალმოდებული შავი კვამლის თანხლებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვებისთანავე, მგზავრებმა წინა ორი საევაკუაციო კარიდან მოახერხეს გაქცევა.

როგორც მედია იუწყება, თვითმფრინავი მოსკოვიდან მურმანსკში( რუსეთის არქტიკული ზონაში მდებარე ერთ-ერთი ქალაქი) მიფრინავდა, როცა საგანგებო სამსახურისგან მიიღო უკან დაბრუნების ბრძანება.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება, რომ თვითმფრინავის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება ელვის დაწყების შემდეგ, კომუნიკაციის გაწყვეტამ განაპირობა. ოფიციალური ცნობის მიხედვით, კატასტროფის რაიმე კონკრეტული მიზეზი არ არსებობს.

მონაცემების მიხედვით, თვითმფრინავი ადგილობრივი დროით საღამოს ექვს საათზე აფრინდა და ზუსტად 30 წუთიანი ფრენის შემდეგ უკან დაბრუნდა. შოკისმომგვრელ ვიდეოში კარგად ჩანს, როგორი სისწრაფით ეშვება თვითმფრინავი, ხელახლა აფრენის მცდელობის შემდეგ, კი კიდევ ერთხელ ვარდება და ცეცხლმოკიდებული აგრძელებს გზას, სანამ მთლიანად არ გამოდის წყობიდან.

როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი აცხადებს, შემთხვევის დროს, ბორტზე 78 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 5 ბორტის წევრი. მონაცემები მიხედვით, კატასტროფას 37 ადამიანი გადაურჩა, მათგან ხუთი ჯერ კიდევ გადის რეაბილიტაციას სააავდმყოფოში.

დაღუპულთაგან ერთ-ერთი ამერიკის მოქალაქეა.

ცნობილია, რომ კაპიტანმა ბოლო დატოვა თვითმფრინავი. ის თითოეული დაღუპულის ოჯახს დახმარებას სთავაზობს, მათი საჰაერო ხაზით უფასოდ სარგებლობასთან ერთად.


თეგები :