• თბილისი
  • 33°C
  • 20 ივნისი, 2019
article

თეირანის ყოფილმა მერმა ცოლის მკვლელობა აღიარა

თეირანის ყოფილი მერი ირანის კრიმინალურ სასამართლოს მას შემდეგ ჩაჰბარდა, რაც მან საკუთარი ცოლის მკვლელობის საქმესთან კავშირი დაადასტურა.

ამის შესახებ BBC იუწყება.

მოჰამედ ალი ნაჯაფის ცოლი დაღუპული საკუთარ სახლში იპოვეს. ნაჯაფმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოჯახური გაუგებრობის გამო მას ცოლის დაშინება სურდა, თუმცა მისი სიკვდილი შემთხვევითი იყო.

მოჰამედ ალი ნაჯაფი თეირანის მერის თანამდებობას 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის აპრილამდე იკავებდა.


თეგები :