• თბილისი
  • 22°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

"ამ პრობლემით ცოტა ხანი მომიწევს ცხოვრება" - ანგელა მერკელი თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველ კომენტარს აკეთებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალურ მიღებაზე - დანიის პრემიერ-მინისტრთან მეტე ფრედერიქსენთან შეხვედრისას, უკვე მეოთხედ გახდა ცუდად. ამიტომ ორი ქვეყნის ლიდერმა ჰიმნებს მჯდომარე მდგომარეობაში მოუსმინეს.

უცხოური მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მერკელის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. 

მანამდე, ანგელა მერკელმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ვმუშაობ ამ თემაზე, რაც პრეზიდენტ ზელენსკისთან სამხედრო ცერემონიალზე მოხდა. ეს პროცესი ნათელია, რომ ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, არის პროგრესი. ამ პრობლემით ცოტა ხანი მომიწევს ცხოვრება, თუმცა, თავს კარგად ვგრძნობ და შეშფოთების საფუძველი არ გაქვთ. საკმაოდ კარგად ვარ იმისათვის, რომ ჩემი საქმე ვაკეთო", - განაცხადა მერკელმა.

 


თეგები :