• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ზელენსკის პარტია ლიდერობს

თბილისში უკრაინის საელჩოში გახსნილ უბანზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურმა“ გაიმარჯვა. ასეთივე შედეგებია სომხეთსა და აზერბაიჯანში გახსნილ უბნებზე. 

უკრაინის ცესკოს მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 35.51 პროცენტი და ხმების 42.18% ზელენსკის პარტიამ მიიღო. მეორე ადგილზეა პუტინთან აფილირებული ვიქტორ მედვედჩუკის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ - მას ხმების 12.69% აქვს.

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს ჩატარდა. 

ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ უკრაინის ახალი პრემიერმინისტრი „ეკონომიკის გურუ“ იქნება. პრეზიდენტის აზრით, მთავრობის ხელმძღვანელად უნდა დაინიშნოს „დამოუკიდებელი ძლიერი ადამიანი პროფესიული განათლებით“, რომელიც „პოლიტიკაში არასდროს ყოფილა“.


თეგები :