• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

აშშ-ის სენატმა პენტაგონის ხელმძღვანელად მარკ ესპერი დანიშნა

აშშ-ის სენატმა მარკ ესპერი პენტაგონის ხელმძღვანელად ოფიციალურად დანიშნა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

თეთრი სახლის ლიდერის მიერ წარდგენილ კანდიდატს 90-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი მხოლოდ რვა გამოვიდა.

მარკ ესპერის კარიერა მრავალწლიან სამხედრო სამსახურს ითვლის. სპარსეთის ყურის ომში მას სპეციალური ჯილდოც აქვს მიღებული.

თავდაცვის უწყების ყოფილმა მდივანმა, ჯეიმს მეტისმა თანამდებობა გასული წლის დეკემბერში დატოვა. მიზეზად დონალდ ტრამპთან უთანხმოება სახელდებოდა. მას შემდეგ პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ შენაჰანი იყო, თუმცა მან პირადი მიზეზების გამო თანამდებობა ივნისში დატოვა.


თეგები :