• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ირანის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ცოლის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიესაჯა

თეირანის ყოფილ მერს და ირანის ექს-ვიცე-პრეზიდენტს მუჰამედ ალი ნაჯაფის ცოლის მკვლელობის გამო სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.  

თეირანის ყოფილი მერის ცოლი თავის საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ინციდენტი მაისის ბოლოს თეირანის ელიტურ უბანში მოხდა.

ნაჯაფი სამართლადამცელებს თვითონ ჩაბარდა და ცოლის მკვლელობა აღიარა. მისი თქმით, შემთხვევა ოჯახურ კონფლიტქს უკავშირდებოდა. ნაჯაფს თეირანის მერის თანამდებობა 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის აპრილამდე ეკავა. თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ის ასევე ხელმძღვანელობდა ირანის განათლების სამინისტროს.


თეგები :