• თბილისი
  • 13°C
  • 14 ნოემბერი, 2019
article

ირანის პრეზიდენტი: მშვიდობა ირანთან - ყველა მშვიდობის დედაა, ომი ირანთან კი - ყველა ომის დედა

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ აშშ-მა თეირანს ყველა სანქცია უნდა მოუხსნას, თუ სურს მოლაპარაკებების გამართვა. ამის შესახებ მან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან მუჰამედ ჯავად ზარიფთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"მშვიდობა ირანთან - ყველა მშვიდობის დედაა, ომი ირანთან კი - ყველა ომის დედა", - განაცხადა როუჰანიმ. .

ირანის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ბირთვული გარიგებიდან აშშ-ის გასვლა სტრატეგიული შეცდომაა.

31 ივლისს აშშ-ს ხელისუფლებამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მუჰამედ ჯავად ზარიფის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

18 ივლისს ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ თეირანი ბირთვულ გარიგებას არ დატოვებს, თუმცა პირობების დაცვა დამოკიდებული იქნება პარტნიორების ქმედებებზე. 19 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, დაადასტურა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები  ირანთან წინასწარი პირობების გარეშე.

ირანსა დ აშშ-ის შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2017 წლის მაისში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანთან ბირთვულ შეთანხმებას დატოვებდა და მის წინააღმდეგ სანქციებს განაახლებდა ირანის მხრიდან შეთანხემბის პირობების დარღვევის გამო.

2019 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა ირანი სპარსეთისა და ომანის ყურეებში ტანკერებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.


თეგები :