• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

"სარკოზი მართლა კლოუნივით იქცეოდა, ისეთი არაკომპეტენტური იყო"

სარკოზის საქციელში ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ამ შეთანხმების შესახებ რამდენიმე თვეში დაივიწყა. ფაქტობრივად, მისტრალებისთვის გაყიდა, - განაცხადა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა IWPR-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საფრანგეთის მაშინდელ პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის როლზე, აგვისტოს ომისა და შემდგომ განვითარებულ პროცესებში.

"სარკოზი მართლა კლოუნივით იქცეოდა, ისეთი არაკომპეტენტური იყო. სარკოზის არაკეთილგანწყობა ამერიკელებისა და აღმოსავლეთ ევროპელების მიმართ იმას ნიშნავდა, რომ ფაქტობრივად, ამერიკელები გვერდზე გაწია. ამერიკელებს არ სურდათ, მას შეესრულებინა ეს მისია. სარკოზიმ ისინი ფაქტობრივად ჩააჩოჩა დიპლომატიური პროცესიდან და ორმაგი თამაში ითამაშა. ისიც ვთქვათ, რომ კარგი და პოზიტიური ნაწილი ამ შეთანმხებისა ის იყო, რომ რუსებს ცეცხლი უნდა შეეწყვიტათ, თუმცა მეორე მხრივ, იმდენი ცუდი რამეა: ამერიკელების ჩაჩოჩება, რუსებისთვის უსაფრთხოების ზონების გადაცემა, ამასთან, მათთვის ერთგვარი ლეგიტიმური როლის მინიჭება. სარკოზის საქციელში ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ამ შეთანხმების შესახებ რამდენიმე თვეში დაივიწყა. ფაქტობრივად, მისტრალებისთვის გაყიდა", - თქვა სააკაშვილმა.


თეგები :