• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

მიხაელ შუმახერი კომიდან გამოვიდა

ფორმულა 1-ის ლეგენდა მიხაელ შუმახერი 6 წლიანი ლოდინის შემდეგ კომიდან გამოვიდა. 

„ლე პარიზიენი“-ის (Le Parisien) ინფორმაციით,  მიხაელ შუმახერი პარიზში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში ცხრა სექტემბერს, „საიდუმლო მკურნალობისთვის“ მიიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული მრბოლელის მიღების შემდეგ დაწესებულება გარეშე პირებისთვის დაიხურა, ფრანგმა ჟურნალისტებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი მაინც შეიტყვეს.

ცნობილია, რომ შუმახერს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის პროცედურა ჩაუტარდა. მიხაელი კლინიკაში პროფესორმა ფილიპ მენაშემ მიიღო – წამყვანმა კარდიოქირურგმა, რომელმაც სახელი გულის უკმარისობის მქონე პაციენტთათვის ემბრიონული უჯრედების გადანერგვით გაითქვა.

შეგახსენებთ, რომ ექვსი წლის წინ შუმახერი საფრანგეთის სათხილამურო კურორტ მერიბელში შვილთან ერთად იმყოფებოდა და სრიალის დროს ქვას დაეჯახა. მრბოლელი საავადმყოფოში თავის ქალის ძლიერი ტრავმით შეიყვანეს და იმ დღითვე გაუკეთდა სამი ოპერაცია, თუმცა ტვინში სისხლჩაქცვების გამო პაციენტი კომიდან ვერ გამოვიდა. ახლა მას რეაბილიტაციის ურთულესი გზა ელის წინ, თუმცა მთავარი ისაა, რომ ცოცხალი ლეგენდა გადარჩენისთვის ბრძოლაში არ დანებებულა.


თეგები :