• თბილისი
  • 21°C
  • 21 ოქტომბერი, 2019
article

ტერორისტული აქტი თურქეთში - დაღუპულია 7 ადამიანი

თურქეთში ტერორისტების ავტობუსზე თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 9 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

შემთხვევა დიარბაქირში, დღეს მოხდა. სახელმწიფო მომხდარზე პასუხისმგებლობას ქურთ მუშათა პარტიას, PKK-ს აკისრებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ავტობუსს ტყეში მომუშავე ადამიანები გადაჰყავდა, რა დროსაც ტერორისტებმა ააფეთქეს.

„ჩვენი შვიდი ძმა შეიარაღებული თავდასხმისა და აფეთქების მსხვერპლი გახდა. ჩვენ ამჟამად გვყავს 9 დაშავებული. მშვიდად განისვენეთ!",- განაცხადა სულეიმან სოილუმ.

მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზირებულია.

ქურთების მუშათა პარტია თურქეთის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული, რომელსაც 30-წლიანი ტერორის განმავლობაში, 40 000 ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას სდებენ ბრალს.


თეგები :