• თბილისი
  • 4°C
  • 12 დეკემბერი, 2019
article

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმა ტოტალურ ომს გამოიწვევს

აშშ-ის ან საუდის არაბეთის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის განხორციელება ტოტალურ ომს გამოიწვევს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ არ გვსურს ომი, არ გვსურს სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვა, მაგრამ ჩვენს ტერიტორიას უყოყმანოდ დავიცავთ,“ -აღნიშნა ზარიფმა.

მუჰამედ ჯავად ზარიფმა აღნიშნული განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის სხვა მოკავშირეებთან ერთად, საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხო ქმედებების მიზნით კოალიციის შექმნის საკითხს განიხილავდა.


თეგები :