• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

BBC: ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოწყდა

ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოსწყდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აისბერგ დი-28-ის ფართობი 1,6 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ეიმერის შელფური მყინვარიდან წარმოქმნილი აისბერგი საზღვაო ხომალდებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ მისი ადგილმდებარეობის და მიმართულების დასადგენად აისბერგზე უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობს.

ეიმერის შელფური მყინვარი ანტარქტიდაზე სიდიდით მესამეა. ბოლოს მსგავსი მასშტაბების აისბერგი ეიმერის შელფურ მყინვარს 50 წლის წინ მოსწყდა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ყინულის გიგანტური მასის მოწყვეტა კლიმატის ცვლილებას არ უკავშირდება. სატელიტური მონაცემები ცხადყოფს, რომ ზაფხულში ყინულის მნიშვნელოვანი ნაწილის დნობის მიუხედავად, ეიმერის შელფური მყინვარზე ამ მხრივ ვითარება დაბალანსებულია.

ამჟამად აისბერგი დასავლეთით მიემართება. როგორც მეცნიერები იტყობინებიან, ყინულის გიგანტური მასის ბოლომდე დადნობას რამდენიმე წელი დასჭირდება.


თეგები :