• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

ბრიტანეთის ციხეში სამუდამო პატიმრობამისჯილი პედოფილი მოკლეს

დიდ ბრიტანეთში, იორკშირის საგრაფოს ციხეში, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული, 33 წლის ბრიტანელი რიჩარდ ჰაკლი მოკლეს. 

დასავლური მედიის ცნობით, ჰაკლს საკანში თავს დაესხნენ და ცივი იარაღით რამდენჯერმე დაჭრეს.

2016 წელს რიჩარდ ჰაკლს პედოფილიისთვის 22 საქმეზე სამუდამო განაჩენი გამოუტანეს. ჰაკლმა ყველა დანაშაული აღიარა.  მსხვერპლთაგან უმცროსი 6 თვის, უფროსი კი 12 წლისა იყო. გამოძიება ვარაუდობდა, რომ ჰაკლის მსხვერპლთა რეალური რიცხვი 200-ია.

რიჩარდ ჰაკლი მასწავლებლად მუშაობდა.ის ძალადობის მსხვერპლებს ფოტოებს უღებდა და ინტერნეტში ყიდდა. დაკავების შემდეგ, მის კომპიუტერში 20 ათასი ფოტო და ვიდეო აღმოაჩინეს.


თეგები :