• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაცია სირიაში გრძელდება

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთთ ოპერაციის დაწყებიდან 595 ქურთი მებრძოლი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდორანმა 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო" დაიწყო. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, მის მიზანს ქურთთა შეიარაღებული ფორმირებებისა და „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების განადგურება წარმოადგენს.

ქურთების შეიარაღებული ფორმირებები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად იბრძვიან სირიაში ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. სირიელ ქურთებს თურქეთის მთავრობა მიიჩნევს მის მიერ ექსტრემისტულად გამოცხადებული და აკრძალული ორგანიზაციის, „ქურთისტანის მუშათა პარტიის" მოკავშირეებად.


თეგები :