• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2019
article

როგორ მოკლეს ამერიკელებმა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი - სპეცოპერაციის დეტალები

ტერორისტული დაგჯუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ადგილზე სამი ცხედარია აღმოჩენილი, მათ შორის, სამი ქალის და ერთი ბავშვის. ამის შესახებ სააგენტო "ანადოლუ" იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, სპეცოპერაცია ოთხ საათს გრძელდებოდა და ორ ეტაპად განხორციელდა. მასში 8 ვერტმფრენი და ორი უპილოტო თვითმფრინავი მონაწილეობდა. ამერიკელმა სამხედროებმა ნახევარი საათის განმავლობაში განახორციელეს ავიდარტყმები სოფელ ბარიშზე, სირიის პროვინცია იდლიბში. შემდეგ ვერტმფრენებმა დატოვეს ტერიტორია, განაახლეს დაბომბვა და გადასხეს სპეცრაზმი. ოპერაციიის შედეგად სოფელში ერთი სახლი და რამდენიმე კარავი განადგურებულია. 

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ აშშ-ის სამხედროებმა ინფორმაცია დღეს გაავრცელეს. აღინიშნა, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის განადგურებაში დიდი როლი ერაყმა შეასრულა. Newsweek-ის ინფორმაციით, სპეცოპერაცია გუშინ ჩატარდა.


თეგები :