• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2019
article

"აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკვდა როგორც ძაღლი. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!"

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაზე განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.

"გასულ ღამეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნომერ პირველი ტერორისტის მიმართ სამართალი აღასრულა. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მკვდარია. ის იყო "ისლამური სახელმწიფოს" დაამარსებელი და ლიდერი ყველაზე საშიში და სასტიკი ორგანიზაციისა მსოფლიოში. ამერიკა მას წლების განმავლობაში ეძებდა. მისი დაკავება და მკვლელობა ჩემი ადმინისტრაციის პრიორიტეტი იყო. სახლიდან, რომელშიც ბაღდადი იყო, 11 ბავშვი უვნებლად გამოვიყვანეთ. მასთან ერთად დარჩა მისი 3 პატარა შვილი. მან თავი აიფეთქა და საკუთარი შვილებიც მოკლა. ის მოკვდა როგორც ძაღლი. ღმერთმა დალოცოს ამერიკა,” - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის დაღუპვის შესახებ თავდაპირველად მედიამ გაავრცელა. "ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინააღმდეგ ჩატარებული რეიდის კადრები ერაყის ტელევიზიამ გაავრცელა.


თეგები :