• თბილისი
  • 9°C
  • 11 დეკემბერი, 2019
article

ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი თანამდებობიდან გადადგა

ბოლივიის პრეზიდენტი, ევო მორალესი თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას  ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ვტოვებ თანამდებობას, რათა ჩემს კოლეგებს საფრთხე არ შეექმნას და ისინი თავდასხმებისა და დევნის მსხვერპლნი არ გახდნენ“, - განაცხადა მორალესმა ქალაქ ჩიმორეში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მორალესმა ბოლივიის დედაქალაქი ლა-პასი მას შემდეგ დატოვა, რაც შეიარაღებული ძალების მეთაურმა, უილიამს კალიმანმა მას თანამდებობიდან წასვლისკენ მოუწოდა.

მანამდე, მორალესმა განაცხადა, რომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნები ბოლივიაში 20 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ევო მორალესი გამოაცხადა, თუმცა მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, კარლოს მესამ შედეგები არ აღიარა. მისი მხარდამჭერები ქვეყანაში საპროტესტო აქციებს მართავენ. 10 ნოემბერს მათ სახელმწიფო მედიასაშუალებების შენობები დაიკავეს. მორალესი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2006 წლიდან იკავებდა. 


თეგები :