• თბილისი
  • 9°C
  • 11 დეკემბერი, 2019
article

გრეტა თუნბერგი შეერთებული შტატებიდან ესპანეთს კატამარანით გაემგზავრება

კლიმატის ცვლილების აქტივისტმა გრეტა თუნბერგმა განაცხადა, აშშ-დან ევროპაში კატამარანით დაბრუნდება, რათა დაესწროს დეკემბერში გაეროს კლიმატის კონფერენციას მადრიდში. ამის შესახებ მან მიკრობლოგ "ტვიტერზე" გუშინ დაწერა.

"ბედნიერი ვარ რომ გაეროს კლიმატის კონფერენციას დავესწრები მადრიდში. შემომთავაზეს ვირჯიინის შტატიდან კატამარანით გამგზავრება. მოგზაურაობას ხვალ დილით დავიწყებთ", - დაწერა გრეტა თუნბერგმა.

კატამარანი თითქმის არ ტოვებს გარემოში ნახშირბადის ნაკვალევს, რადგან ის მარაგდება მზის პანელებითა და ჰიდროგენერატორებით.

როგორც Deutsche Welle იტყობინება, კატამარანის ბორტზე იქნება გრეტა თუნბერგის მამაც, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ქალიშვილთან ერთად ატლანტის ოკეანე აფრიანი ნავით გადაკვეთა.

შეერთებული შტატების სანაპიროდან ესპანეთის სანაპირომდე მიღწევას დაახლოებით 2-3 კვირა დასჭირდება.

16 წლის გრეტა თუნბერგი უკვე წელიწადზე მეტია აქტიურ გარემოსდაცვით კამპანიას ეწევა თავის მეგობრებთან ერთად. მისი ყოველკვირეული პროტესტი, როდესაც უარი თქვა პარასკევობით სკოლაში მისვლაზე სანამ შვედეთის ხელისუფლება არ შეასრულებდა პარიზის კლიმატის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, ცოტა ხანში გლობალურ გარემოსდაცვით მოძრაობაში გადაიზარდა, რომელსაც ასი ათასობით ადამიანი შეუერთდა მსოფლიოს მასშტაბით.


თეგები :