• თბილისი
  • 9°C
  • 11 დეკემბერი, 2019
article

მასობრივი საპროტესტო აქციები ირანში - დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი

ირანის 21 ქალაქში რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების დროს, სადაც სამართალდამცველებმა ძალა გამოიყენეს, სულ ცოტა 106 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Amnesty Inteational-ი ავრცელებს.

აქციების მიზეზი ბენზინზე ფასების 50%-იდან 100%-მდე ზრდა გახდა. აქციები, რომელიც სპონტანურად დაიწყო ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, სწრაფად გადაიზარდა არეულობებში, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ათეული მაღაზია და ბანკის შენობა დაარბიეს. 

ირანის ხელისუფლების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დღევანდელი მონაცემებით, ახლა ვითარება ნორმალიზებულია.


თეგები :