• თბილისი
  • 6°C
  • 17 თებერვალი, 2020
article

სიდნეიში მოქალაქეები საახალწლო ფოიერვერკის გაუქმებას და თანხით ხანძრით დაზარალებულთა დახმარებას ითხოვენ

ავსტრალიაში ათი ათასობით ადამიანი აწერს ხელს პეტიციას, რომელითაც მთავრობას მიმართავენ, უარი თქვას საახალწლო ფოიერვერკზე და დაზოგილი თანხა ფართომასშტაბიანი ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდეს.

"ავსტრალიელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სჭირდებათ თანხები, რათა მოახდინონ ხანძრის შედეგად გადამწვარი სკოლებისა და სახლების რეაბილიტაცია", - ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციაში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სიდნეის საახალწლო ფოიერვერკებში 5,8 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა.

მოქალაქეების მოთხოვნის საპირისპიროდ, სიდნეის მერი აცხადებს, რომ ფოიერვერკს ხელს ვერაფერი შეუშლის.

მისი თქმით, ის ინარჩუნებს პეტიციის ხელმომწერთა მიმართ "ღრმა სიმპათიებს", მაგრამ ფოიერვერკი დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი და ბიუჯეტის უმეტესობა უკვე დახარჯულია.

ავსტრალიაში ტყის ხანძრები სექტემბრიდან მძვინვარებს. განადგურებულია 3 მილიონამდე ჰექტარი ტყის მასივი, ასეულობით საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრაციული შენობა. ხანძარს 8 ადამიანი ესმხვერპლა.


თეგები :