• თბილისი
  • 4°C
  • 17 თებერვალი, 2020
article

ყასემ სოლეიმანის შვილი: ამერიკელი ჯარისკაცები თავიანთ დღეებს საკუთარი შვილების სიკვდილის მოლოდინში გაატარებენ

მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ქალიშვილმა, ზეინაბმა საზოგადოებას მიმართა და აშშ-ს და მის მოკავშირე ისრაელს "ბნელ დღეს" დაჰპირდა.

"შეშლილო ტრამპ, არ იფიქრო, რომ ყველაფერი დასრულდა მამაჩემის მოკვლით. შუა აღმოსავლეთში ამერიკელი ჯარისკაცები თავიანთ დღეებს საკუთარი შვილების სიკვდილის მოლოდინში გაატარებენ",-განუცხადა ზეინაბმა შეკრებილებს.

სამგლოვიარო პროცესიას თეირანში უმაღლესი ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი ოფიციალური პირები ესწრებიან. იქ იმყოფება "ჰამასის" ლიდერი, ისმაილ ჰანიაც.

შეგახსენებთ, 3 იანვარს აშშ-მა ბაღდადის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დარტმა მიიტანა, რომლის დროსაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანის სამხედრო ლიდერი, „ქუდსის ძალების“ ხელმძღვანელი, ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.


თეგები :