• თბილისი
  • 15°C
  • 19 თებერვალი, 2020
article

კალათბურთელი კობი ბრაიანტი ვერტმფრენის კატასტროფის დროს დაიღუპა

ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი ვერტმფრენის კატასროფის დროს დაიღუპა. ინფორმაციას BBC- ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კობი ბრაიანტთან ერთად ვერტმფრენში მისი 13 წლის ქალიშვილი, ჯანა მარიაც იჯდა, რომელიც ასევე დაიღუპა.

შემთხვევა კალიფორნიის შტატის სამხრეთ ნაწილში მოხდა. როგორც იუწყებიან ბრაინტთან ერთად დაიღუპა კიდევ მისი 3 თანამგზავრი.

ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი კობი ბრაიანტი 41 წლის იყო.

კარიერის მანძილზე მან 5 NBA ჩემპიონის ტიტული მოიგო გუნდთან ერთად. კობი ბრაიანტი 20 წლის განმავლობაში ლოს ანჯელეს ლეიკერსში თამაშობდა.


თეგები :