• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

სირიელი მამა თავის 3 წლის ქალიშვილს ასწავლის, როგორ "დაუპირისპირდეს" ბომბებს სიცილით (ვიდეო)

"გმირი სირიელი მამა თავის 3 წლის ქალიშვილს ასწავლის, როგორ "დაუპირისპირდეს" ბომბებს სიცილით," - დასავლური მედია ამ სათაურით ვიდეოს აქვეყნებს.

სირიელი აბდულა ალ-მუჰამედის ოჯახი,  სამოქალაქო ომის გამო იძულებული გახდა, რომ სარაქიბი, ადგილი, სადაც ცხოვრობდა, დაეტოვებინა. ოჯახი ახლა იდლიბის პროვინცია სარმადაში, მეგობრის სახლში ცხოვრობს.

მუჰამედმა, შვილი ფსიქოლოგიური ტრავმისგან რომ დაეცვა, ომის საშინელი ატმოსფერო თამაშად გადააქცია.  ყოველ ჯერზე, როცა ბომბი ვარდება, მამა პატარა გოგონას ეუბნება, რომ ეს საზეიმო ფოიერვერკია. ბავშვების უმეტესობა ბომბების ჩამოვარდნის ხმაზე შიშისგან ტირის, თუმცა აბდულა ალ-მუჰამედის 3 წლის გოგონა იცინის.

"სალვა ბავშვია, მას არ ესმის ომის მნიშვნელობა", - აღნიშნა მუჰამედმა.


თეგები :