• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

ირანელი დეპუტატის განცხადებით, ქალაქ ყუმში, კორონავირუსით, 50-ზე მეტი ადამიანია დაღუპული

ირანის ქალაქ ყუმში კორონავირუსით სულ მცირე 50 ადამიანია დაღუპული, - ამის შესახებ განცხადებას ირანის პარლამენტის წევრი, ახმად ამირაბად ფარახანი აკეთებს. დეპუტატი არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს.

"ყუმი საშინელ მდგომარეობაშია. იქ ყოველ დღე დაახლოებით 10 ადამიანი კვდება. მთავრობა ვერ აკონტროლებს კორონავირუსის გავრცელებას. სწორია, რომ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისე მოვიქცეთ, თითქოს არაფერი მომხდარა. კორონავირუსი ყუმში სამი კვირის წინ გაჩნდა, მაგრამ ამის შესახებ საკმაოდ გვიან განაცხადეს“, - აღნიშნა დეპუტატმა.

გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ირანის ჯანდაცვის სამინისტრო. მათი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით 12 ადამიანი დაიღუპა.


თეგები :