• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

აშშ, სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თურქეთს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

შეერთებული შტატები უკიდურესად შეშფოთებულია სირიაში, იდლიბის პროვინციაში თურქ სამხედროებზე განხორციელებული ავიაიერიშების გამო, სრულ მხარდაჭერას უცხადებს თურქეთს და სირიას იერიშების დაუყოვნებლივ შეწყევტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ.

სირიის მოსაზღვრე თურქეთის ჰათაის პროვინციის გუბერნატორის რაჰიმ დოღანის თქმით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო არმიის მიერ საჰაერო თავდასხმის შედეგად იდლიბში 33 თურქი სამხედრო დაიღუპა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა უსაფრთხოების საკითხებზე სხდომა მოიწვია, რომელსაც ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები და საგარეო საქმეთა მინიტრი ესწრებოდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მჭიდრო კონტაქტი აქვთ თურქეთის ხელისუფლებასთან. დეპარტამენტის წარმომადგენელთა განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება განიხლავს რამდენიმე ვარიანტს, თუ რა ფორმით დაუჭირონ მხარი თურქეთს აღნიშნულ ვითარებაში.

მომხდარს ეხმიანება ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც და მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.


თეგები :