• თბილისი
  • 27°C
  • 27 სექტემბერი, 2020
article

დეილი მეილი: ჩინეთში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების 14 პროცენტს ინფექცია ხელახლა დაუდასტურდა

გამოცემა "დეილი მეილის" ინფორმაციით, რომელიც ექიმების მოწოდებულ ცნობებს ეყრდნობა, ჩინეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების 14 პროცენტს ინფექციაზე კვლავ დადებითი პასუხი აქვს.

კვლევებმა აჩვენა, რომ 14 პროცენტამდე ყოფილი პაციენტი ვირუსით კვლავ დაავადდა.

ამ სიახლის გავრცელების შემდეგ, ექსპერტები შიშობენ, რომ ჩინეთში ვირუსმა შესაძლოა ხელახლა იფეთქოს, მით უმეტეს, რომ შეიძლება არსებობდნენ ვირუსის ე.წ. ჩუმი მატარებლები, ვისაც სიმპტომები არ აქვთ.

პანდემიის ყოფილი ცენტრის - ხუბეის მილიონობით მცხოვრებს, უკვე აქვთ საშუალება დატოვენ პროვინცია. აქ ორკვირიანი უმკაცრესი შეზღუდვები მოიხსნა. გავრცელებული ცნობით, უხანის ერთ-ერთ საავადმყოფოში 147 პაციენტს ხელახლა დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. ამის შესახებ ტუნცზის საქალაქო საავადმყოფოს დირექტორმა, ვანგ ვაიმ CCTV-ის მოუყვა. დაავადებების პრევენციის და კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, სუნ ტაის თქმით, ეს 14 პროცენტი ძირითადად სამხრეთ ჩინეთში, პროვინცია გუანდუნში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ექიმების თქმით, გამოჯანრთელებულ პაციენტებს ძირითადად სიმპტომები არ აღენიშნებოდათ და არც იმის მტკიცებულებებია, რომ ისინი გამოჯანრთელების შემდეგ დაავადნენ. უხანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი აცხადებს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტები, გაწერის შემდეგ, აუცილებელია რომ კვლავ იყვნენ ორკვირიან კარანტინში.

South China Moing Post-ის ცნობით, რომელიც ჩინეთის ხელისუფლების კონფიდენციალურ წყაროს ეყრდნობა, ვირუსის ჩუმი მატარებლების რიცხვი ქვეყანაში, შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.


თეგები :