• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

დოქტორი ენტონი ფაუჩი: შეერთებულ შტატებში კორონავირუსული ინფექციით, სავარაუდოდ, მილიონობით ამერიკელი დაინფიცირდება

აშშ-ში კორონავირუსის პანდემიას შესაძლოა 100 ათასიდან 200 ათასამდე ამერიკელი ემსხვერპლოს - განაცხადა შეერთებული შტატების მთავრობის მთავარმა ექსპერტმა, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ CNN-თან საუბრისას.

დოქტორი ფაუჩის თქმით, სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებში კორონავირუსული ინფექციით მილიონობით ამერიკელი დაინფიცირდება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების 125 313 შემთხვევაა აღრიცხული, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით. 

კორონავირუსულ ინფექციას აშშ-ში 2 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 2 612.


თეგები :