• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 290 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვმა 3 431 შეადგინა. ამ მაჩვენებლით აშშ-მა ეპიდემიის თავდაპირველ ეპიცენტრ ჩინეთს გადაასწრო, სადაც ვირუსს 3 305 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, აშშ-ში დაავადდა კიდევ 12 730 ადამიანი და ჯამში პაციენტთა რიცხვმა 176 518-ს მიაღწია.

აშშ ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილზეა. მას მოსდევს იტალია, ესპანეთი, ჩინეთი, გერმანია, ირანი და საფრანგეთი.

კორონავირუსისგან აშშ-ში 6 241 ადამიანი განიკურნა, ხოლო კრიტიკულ მდგომარეობაში 3 893 პაციენტი იმყოფება.


თეგები :