• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 800 000-ს გადააჭარბა - გარდაცვლილია 40 000-ზე მეტი ადამიანი

მსოფლიოს მასშტაბით,კორონავირუსით დაინფიცირებულღა რიცხვმა 828 165 შეადგინა. Worldometers-ის მონაცემებით, ვირუსს ჯამში 40 731 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია აშშ-ში - 176 518 ადამიანი, შემდეგ იტალიაში - 105 792 ადამიანი, ესპანეთში - 94 417, ჩინეთში - 81 518 და გერმანიაში - 68 180.

პირველ ათეულში ასევე არიან: ირანი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია და თურქეთი.

გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 174 449-ია, ყველაზე მეტი - 76 052 ინფიცირებული ჩინეთში გამოჯანმრთელდა.

ყველაზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს იტალიას -12 428 და ესპანეთს - 8 269. მსოფლიოში ინფიცირებულთაგან სერიოზულ ან კრიტიკულ მდგომარეობაში 30,910 პაციენტი იმყოფება.


თეგები :