• თბილისი
  • 28°C
  • 06 ივნისი, 2020
article

ჩინელ ექიმს, რომელმაც კორონავირუსის გამო პირველმა შემოჰკრა განგაშის ზარი, გმირის წოდება მიანიჭეს

ჩინელ ექიმს, რომელმაც კორონავირუსის გამო პირველმა შემოჰკრა განგაშის ზარი და მოსალოდნელ საფრთხე საზოგადოება გააფრთხილა, გმირის წოდება მიანიჭეს

33 წლის უჰანელი ლი ვენლიანგი კორონავირუსის აღმოჩენიდან მალევე დაინფიცირდა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

ვენლიანმა კორონავირუსის საშიშროების შესახებ 30 დეკემბერს სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია. 3 იანვარს ის პოლიციაში დაიბარეს და „ცრუ ინფორმაციის გავრცელების“ გამო გააფრთხილეს.

7 იანვარს ლის კორონავირუსი დაუდგინეს. 6 თებერვალს გართულებული დიაგნოზით გარდაიცვალა.

ჰუვეის პროვინციის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩინეთის უმაღლესი წოდება სულ 14 ექიმს მიანიჭეს, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის დროს დაიღუპნენ.


თეგები :