• თბილისი
  • 28°C
  • 06 ივნისი, 2020
article

დონალდ ტრამპმა პირბადის ტარებაზე უარი თქვა - "ოვალურ კაბინეტში დავჯდე და ასე მივესალმო პრეზიდენტებს, პრემიერებს, მეფე-დედოფლებს? არა, ეს საჩემო არ არის"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირბადის ტარებაზე უარი თქვა. ამის შესახებ მანდ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტრამპმა ყველას ურჩია, სამედიცინო ნიღბები ექიმებისთვის გადაინახონ, თავად კი თვითნაკეთი პირბადეები გამოიყენონ. "ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ, ან სახლში დაამზადოთ საკუთარი ხელით. ეს უბრალოდ რეკომენდაციაა. მე თავს კარგად ვგრძნობ, უბრალოდ არ მინდა ამის გაკეთება," - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

"დავჯდე ოვალურ კაბინეტში, შესანიშნავ მაგიდასთან და ასე მივესალმო პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, დიქტატორებს, მეფეებს, დედოფლებს? არ ვიცი, ეს საჩემო არ არის," - განაცხადა ტრამპმა და იქვე აღნიშნა, რომ შესაძლოა აზრი შეიცვალოს, თუმცა, იმედი აქვს, რომ პანდემია დაღმასვლისკენ წავა.

4 აპრილის მონაცემების, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინფიცირებულების რაოდენობა - 278,496-ია, მათგან გარდაიცვალა 11,744, ხოლო გამოჯანმრთელდა  34,219 ადამიანი.


თეგები :