• თბილისი
  • 26°C
  • 04 აგვისტო, 2020
article

დონალდ ტრამპი: დიდი რაოდენობით გარდაცვლილს ველოდებით... შემდეგი ორი კვირა იქნება ძალიან რთული

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უახლოეს პერიოდში, ქვეყანაში კორონავირუსისგან გარდაცვლილების დიდი რაოდენობა იწინასწარმეტყველა.

ტრამპის თქმით, უახლოესი ორი კვირა ყველაზე რთული იქნება, რადგან დიდი რაოდენობით გარდაცვლილს ელოდებიან. "თუმცა, იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, შესაბამისი ზომები რომ არ გატარებულიყო," - დასძინა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა მედიასაც მოუწოდა, რომ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისა და პანიკის პროვოცირებისგან თავი შეიკავოს.

უკანასკნელი მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსისგან დაინფიცირებულია 307,721 ადამიანი. მათგან დაიღუპა 8,377, ხოლო გამოჯანმრთელდა 14,686. მთლიანად მსოფლიოში დაინფიცირებულია 1,196,095 ადამიანი.

 

 


თეგები :