• თბილისი
  • 28°C
  • 06 ივნისი, 2020
article

ხანძარი ჩერნობილში - ცეცხლი ტყის მასივს უკიდია

ჩერნობილის ზონაში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხანძარი გუშინ გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც, თუმცა მის ლიკვიდაციას რადიაციული ფონი ხელს უშლის.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 20 ჰექტარ ტერიტორიაზე, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციის გაჟონვის ზონაში, ვლადიმიროვკა-კოტოვსკის დასახლებასთან ახლოს გაჩნდა.

ამ დროისთვის, ტყეში ცეცხლის პატარა კერები შეინიშნება. ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილზე რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია. 


თეგები :