• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

მოსკოვში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მუმიფიცირებული ქალების ცხედრები იპოვნეს

მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ ბინაში ორი დის მუმიფიცირებული ცხედრები იპოვნეს - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია ის, რომ გვამები არ გახრწნილა, ამიტომ მეზობლები სპეციფიურ სუნს არ შეუწუხებია, თუმცა ახლობლებსა და ნათესავებში მათი გაუჩინარების ამბავი გარკვეულ ეჭვს ბადებდა.

წინასწარი ინფორმაციით, ცხედრებზე არ იკვეთება ძალადობის კვალი, ბინის კარი კი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.

გარდაცვლილები 1965 და 1962 წლებში არიან დაბადებული. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.


თეგები :