• თბილისი
  • 28°C
  • 06 ივნისი, 2020
article

ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს - ვინ შეასრულებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას?

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. იუწყება BBC-ი პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორის ჯონსონმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დომინიკ რააბს სთხოვა.

ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და თვითზოლაციაში სახლში იმყოფებოდა, ლონდონის ჰოსპიტალში გუშინ, 05 აპრილს გადაიყვანეს.

დღეს დილით, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ჯონსონი თავს კარგად გრძნობდა. მან არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, სჭირდებოდა თუ არა პრემიერ-მინისტრს ინტენსიური თერაპია.


თეგები :