• თბილისი
  • 28°C
  • 06 ივნისი, 2020
article

გარდაცვლილთა რიცხვის კლების მიუხედავად, იტალიაში კვლავ საგანგაშო ვითარებაა

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსს კიდევ 636 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში გარდაცვლლილთა რაოდენობამ ქვეყანაში 16 623-ს მიაღწია. ამასთან იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა, რომ ზედიზედ მესამე დღეა იკლო ინტენსიური თერაპიის პალატების პაციენტთა რაოდენობამ.  

კვირას იტალიაში დაფიქსირდა 523 ლეტალური შემთხვევა, ერთი დღით ადრე კი 681.

"ამ დროისათვის ინფიცირებულია 93 187 ადამიანი, გუშინდელთან შედარებით, დღეს 1 941-ით მეტი პაციენტი გვყავს", - განაცხადა ბორელიმ ტრადიციულ ბრიფინგზე.

ბორელიმ აღნიშნა, რომ ზედიზედ მესამე დღეა მცირდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებების პაციენტთა რაოდენობა, 24 საათში რეანიმაციული განყოფილება დატოვა 79-მა მძიმე პაციენტმა.

მისივე თქმით, ინფიცირებულთა 65 პროცენტი, რომლებსაც მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ ან უსიმპტომოები არიან, თავიანთ სახლში იზოლაციაში იმყოფება.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 837-მდე გაიზარდა. ბორელის თქმი, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა საერთო ჯამში 132 500-ს შეადგენს.


თეგები :