• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

პრინცი ჰარი სიდედრთან ცხოვრებას დათანხმდა

მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა საცხოვრებლად ლოს-ანჟელესში გადასვლა გადაწყვიტეს, პრესის წარმომადგენლები ყოველ მათ ნაბიჯს აკვირდებიან და ცხოვრების თითოეული დეტალით ინტერესდებიან.

წყვილის გადაწყვეტილებამ, სამეფო ოჯახზე უარი ეთქვათ და თავისუფალი ცხოვრებით ეცხოვრათ, მათი თაყვანისმცემლების გაოცება გამოიწვია. თუმცა, მათ ოჯახის ყველა წევრზე როდი თქვეს უარი - პრინცი ახლა არა მარტო ცოლთან, არამედ სიდედრთან - 63 წლის დორია რეგლანთან ერთად იცხოვრებს.

გამოცემა The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრინცი ჰარი სიდედრთან ცხოვრებას დათანხმდა და მას შემდეგ, რაც კარანტინი დასრულდება, ბედნიერი ოჯახი ერთად იცხოვრებს ჰოლივუდის ცნობილ უბანში, სადაც მეზობლად ტომ ჰენკსი და ბენ აფლეკი ეყოლებათ.


თეგები :