• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

ბრიტანეთმა კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობით ევროპის ყველა ქვეყანას გადაასწრო

ბრიტანეთმა კოვიდინფექციით გადრდაცვლილთა რაოდენობით ევროპის ყველა ქვეყანას გადაასწრო - ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ სიკვდილიანობით ევროპის ქვეყნებს შორის იტალია იყო პირველ ადგილზე, თუმცა, მონაცემები ცოტა ხნის წინ შეიცვალა. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ეროვნულმა სტატისტიკამ გამოაქვეყნა მონაცემები, გაერთიანებული სამეფო ახლა ლეტალური შემთხვევებით ევროპაში პირველ ადგილზეა, მეორეზე იტალია, ხოლო მას ესპანეთი და საფრანგეთი მოსდევს, სადაც ბოლო მონაცემების თანახმად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო და უფრო იკლებს.