• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

"კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების შედეგებს მალე გამოვაქვეყნებთ"

აშშ-ის ხელისუფლება მალე გამოაქვეყნებს კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების შედეგებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

"ჩვენ ამის შესახებ გაცნობებთ გარკვეული დროის განმავლობაში", - აღნიშნა ტრამპმა.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი. მისი თქმით, აშშ განიხილავს ვერსიას უხანის ლაბორატორიაში COVID-19-ის შექმნის შესახებ. ის ჩინეთს მკაცრი შედეგებით დაემუქრა, თუ კი ეს ვერსია დადასტურდება.

ჩინეთის ხელისუფლება თავის მხრივ აცხადებდა, რომ ეპიდემიის დაწყების პირველივე დღიდან ამ საკითხს ღიად და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა.

დონალდ ტრამპის ვერსიას არ იზიარებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ირწმუნება, რომ ყველა ხელმისაწვდომ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ჩინეთში გაჩენილი კორონავირუსი, ცხოველური წარმომავლობისაა და არ ეტყობა, რომ ის ლაბორატორიაშია შემუშავებული ან მანიპულირებული.


თეგები :