• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

"ქვეყნის გახსნამ, შესაძლოა, სიკვდილიანობა გამოიწვიოს, რადგან ხალხი ბინაში ან სახლში ჩაკეტილი არ იქნება"

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის გახსნა აუცილებლად გამოიწვევს კორონავირუსით სიკვდილიანობის შემთხვევების ზრდას.

"შესაძლოა, ქვეყნის გახსნამ სიკვდილიანობა გამოიწვიოს, რადგან ხალხი ბინაში ან სახლში ჩაკეტილი არ იქნება. ამავდროულად, ჩვენ განვაგრძობთ სოციალური დისტანცირების შერნარჩუნებას, ხელების დაბანვას და ბევრი სხვა რამეს გაკეთებას, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვისწავლეთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 1.2 მილიონს გადააჭარბა, ხოლო 70 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.


თეგები :