• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

თურქეთში, 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს, დღეში 4 საათით სეირნობის უფლება მიეცემათ

თურქეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 520-ს მიაღწია. ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 130 ათას აღწევს. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებით, 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს, რომლებიც რისკჯგუფში შედიან, დღეში 4 საათის განმავლობაში გარეთ სასეირნოდ გასვლის უფლება მიეცემათ.

"მაისის შუა რიცხვებიდან, სილამაზის სალონებს, სხვადასხვა მაღაზიებს უფლებას მივცემთ მუშაობა განაახლონ. აუცილებელია ყველამ დაიცვას სოციალური დისტანციის წესები და დაემორჩილოს ჩვენს მიერ მითითებულ მოთხოვნებს. ვაპირებთ, 65 წელს ზევით ადამიანებს, რომლებიც რისკ ჯგუფში შედიან, დღეში 4 საათის განმავლობაში გარეთ სასეირნოდ გასვლის უფლება მივცეთ," - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. 


თეგები :