• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

აშშ-ის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, მოკლული იპოვეს

აშშ-ის ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ბინგ ლუ, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სამართალდამცველების განცხადებით, პროფესორს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავისა და კისრის არეში აქვს მიყენებული.

პროფესორის სახლთან ახლოს მანქანაში პოლიციამ კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინა. გამოძიება ვარაუდობს, რომ მეცნიერი სწორედ აღნიშნულმა პიროვნებამ მოკლა.

სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი და პროფესორი ერთმანეთს იცნობდნენ.

პიტსბურგის უნივერსიტეტმა პროფესორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„ძალიან ვწუხვართ ბინგ ლუს ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ის პიტსბურგის უნივერსიტეტის პატივსაცემი თანამშრომელი იყო, რომელიც ნაყოფიერი შრომით გამოირჩეოდა. ლუ SARS-SoV-2-ის ინფექციის უჯრედულ მექანიზმს და მის მიერ გამოწვეული გართულებების ციტოლოგიურ საფუძვლებს სწავლობდა და მნიშვნელოვანი აღმოჩენის ზღვარზე იყო,” - ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები :