• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწონების რეიტინგი აპრილში 59 %-მდე შემცირდა, რაც წინა თვესთან შედარებით 4 %-ით ნაკლები, ბოლო ოცი წლის განმავლობაში კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ „ლევადა-ცენტრის” მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, „ლევადა-ცენტრი” განმარტავს, რომ პუტინის მოწონების რეიტინგის დაბალი მაჩვენებელი, შესაძლოა, გამოკითხვის მეთოდის ცვლილებამაც განაპირობა, რომელიც ამჯერად ტელეფონის საშუალებით ჩატარდა.

თუმცა, ცენტრის დირექტორის მოადგილის, დენის ვოლკოვის განცხადებით, ცდომილება 1-2 პროცენზე მეტი არ იქნება. მისივე თქმით, ამ ცდომილების გათვალისწინებით, პუტინის რეიტინგი 61%-ს არ ცდება, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.


თეგები :