• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა. უფრო ზუსტად ქვეყანაში ვირუსისგან დაიღუპა 30 076 ადამიანი. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მდივანმა რობერტ ჯენრიკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ახლა დიდ ბრიტანეთს ევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

რაც შეეხება დაინფიცირებულთა რაოდენობას, დიდ ბრიტანეთში ვირუსი დაუდასტურდა 201 101 ადამიანს, ჰოსპიტალიზირებულია 13 615 პირი.


თეგები :