• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

რუსეთში მილიარდერ დიმიტრი ბოსოვის ცხედარი იპოვეს

რუსეთში, მილიარდერ დიმიტრი ბოსოვის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ცნობით, გარდაცვლილი 52 წლის მამაკაცის ცხედარი, მოსკოვის მახლობლად, ოდინცოვოში იპოვეს.

ბოსოვი ჯგუფ „ალტეკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელიც ანტრაციტსა და ნახშირს მოიპოვებს.

ჟურნალ „ფორბსის“ უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 1.1. მილიარდი დოლარით, ბოსოვი 86-ე პოზიციაზეა.


თეგები :