• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

მამაკაცმა თავისი სახლის ქვეშ საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინა

ბრიტანელმა ჯეიკ ბრაუნმა პანდემიის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე სახლი შეიძინა და გადაწყვიტა თვითიზოლაციის დრო ნაყოფიერად გამოეყენებინა, ამ დროს კი ყველაზე საინტერესო ახალი საცხოვრებლის საფუძვლიანად შესწავლა იყო.

როდესაც ის სარდაფს მიადგა, დაინახა, რომ ზედაპირი არათანაბარი იყო და აგურისგან განსხვავებული. მან საბურღი აიღო და ხვრელები გააკეთა, მაგრამ ნამდვილად არ ელოდა, თუ შიგნით სიცარიელე დახვდებოდა.

დაინახა, რომ სიღრმეში რაღაც იყო. გადაწყვიტა, უკეთესად გაეგო, თუ რა იყო შიგნით და კედელი გამოანგრია. აღმოჩნდა, რომ კედლის უკან გამოქვაბული იყო ხუთი მეტრის სიღრმეზე და ორი მეტრის სიმაღლეზე. გვირაბში სხვადასხვა სახის ნარჩენებიც იპოვნა, მათ შორის საღებავების ქილები, რომლებიც 50-ან წლებში იყო წარმოებული. იქ ასევე იყო ცარიელი ღვინის ბოთლები, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში იყო ჩამოსხმული - წერს Lad Bible.


თეგები :