• თბილისი
  • 31°C
  • 04 ივნისი, 2020
article

კარანტინის დროს ქართული მაფიის წევრებმა პარიზის ცნობილი სავაჭრო ცენტრები გაძარცვეს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, კარანტინის დროს, ქართულ მაფიასთან დაკავშირებულმა პირებმა, ცნობილი სავაჭრო ცენტრები გაძარცვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Le Parisien ავრცელებს. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, საუბარია ისეთ ცნობილ სავაჭრო მოლებზე როგორებიცაა: Parly 2, Galeries Lafayette, Carré Sénart , Val d’Europe. 

Le Parisien-ი იტყობინება, რომ ყველაზე ხშირად კრიმინალური დაჯგუფება სმარტფონებს, ტანსაცმელს და წვრილ ძვირადღირებულ ნივთებს იპარავდა, მათ შორის iphone-ის ყურსასმენებს, სუნამოებს, ჩანთებსა და საფულეებს. 

აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს, ერთ-ერთი მათგანია ზაზა ტ, რომელიც დანაშაულს 2 მეგობართან ერთად სჩადიოდა. ამის შემდეგ ადგილობრივმა პროკურატურამ ქართული სინდიკატის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე გახსნა. ამ ეტაპზე გამოძიების ქვეშ 35 პირი იმყოფება, ხოლო 14 მათგანი ჯერ კიდევ 2017 წლის სპეცოპერაციის დროს დააკავეს. 


თეგები :