• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

სომხეთში ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 218 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 041-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში, უკანასკნელი 24 საათის მანძილზე კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 64 შეადგინა.

სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 2614 კოვიდ პაციენტი, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 2788-ს შეადგენს.