• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 300 000-მდე გაიზარდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 300 000-ს მიუახლოვდა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსის 9 623 შემთხვევა.

საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლინდა COVID-19-ის 299 941 შემთხვევა.

ვირუსი დაძლია 76 130-მა პაციენტმა. სულ დაღუპულია 2 837 ადამიანი.