• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

ევროპა კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინშია

ევროპა კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინშია. რეგულაციების ნაადრევი მოხსნის გამო რისკებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. კონტინენტს ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი უკვე მკაცრად აფრთხილებს.

მსოფლიოში კი COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 332 ათასია. ინფიცირების ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა მილიონ 600 ათასი კვლავ შეერთებულ შტატებშია, ისევე როგორც გარდაცვლილთა რაოდენობა. ამერიკას 11 ათასი დაღუპული ჰყავს.

ნიუ-იორკ თაიმსმა გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს ასეთი მასშტაბის მსხვერპლის თავიდან აცილება შეეძლო. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა შეზღუდვებს 2 კვირით ადრე დააწესებდა, 54 ათასი ადამიანის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი.

 

წყარო: Rustavi 2